ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის პირველი მატჩი მოიგო
15 საათის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც ნახევარფინალში კოლიმბიელ ნიკოლას მეხიას სძლია.
ნიკოლოზმა მეტოქეს 3 სეტში მოუგო, პირველი სეტი 0:6 წააგო, ხოლო შემდეგ ორივეს წარმატებით დასრულება მოახერხა - 6:2, 6:4, თამაში 1:38 საათი მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ქართველი რეიტინგის 133-ე ნომერია, ხოლო მისი მეტოქე 181-ე იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია და იქ ავსტრალიელ კრისტოფერ ო'კონელს (127) შეხვდება, დაპირისპირება დღეს 23:30 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ინდიან ველსი ATP ტურის 1000 ქულიანი ტურნირია, მასტერსის საპრიზო ფონდი კი 9 415 725 დოლარია.