ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდიან უელსის მასტერსმა აიღო სტარტი.
ცნობილი გახდა, თუ ვის დაუპირისპირდება ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ტურნირის მე-2 რაუნდში.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ინდოელი პრანეშ გუნესვარანი იქნება.
ის მსოფლიოს 97-ე ჩოგანია და ინდიან უელსის პირველ რაუნდში ბენუა პაირე (69) 2 სეტში დაამარცხა - 7:5; 6:4.
ინფორმაციისთვის, გეტყვით, რომ ATP ინდიან უელსის ტურნირი 1000-იანთა თანრიგიდანაა. მასტერსის საპრიზო ფონდი 9 მილიონ დოლარს შეადგენს.