რამდენიმე წუთის წინ, დუბაის ტურნირის მე-3 დღე დასრულდა.
უკვე გარკვეულია ყველა მეოთხედფინალური წყვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილი (19) აღნიშნულ ეტაპზე ბორნა ჩორიჩს (13) დაუპირისპირდება.
ხორვატმა ჩოგბურთელმა რთულ ბრძოლაში ტომაშ ბერდიხი (88) დაამარცხა - 1:6; 6:1; 7:6.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა მერვედფინალში მსოფლიოს მე-18 ჩოგბურთელს, ბაუტისტა აგუტს მოუგო - 6:7; 6:4 6:3.
ჩორიჩსა და ბასილაშვილს შორის თამაში ხვალ დაახლოებით, 9 საათზე გაიმართება.