Belive

ბასილაშვილის კატასტროფული ვარდნა - ფურცელაძე პირველი ქართველი ჩოგბურთელია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

22 წლის ჩოგბურთელი - საბა ფურცელაძე, საქართველოს პირველი ჩოგანი გახდა. ამის მიზეზი მსოფლიო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილის კატასტროფული უკუსვლაა.

ATP-ს ლაივ რეიტინგში, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 590-ე ჩოგანია და მის ანგარიშზე 58 სარეიტინგო ქულაა. სავარაუდოდ, ძალიან მალე ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში ადგილს საერთოდ დაკარგავს და ურეიტინგო იქნება.

რაც შეეხება საბა ფურცელაძეს, ამ მომენტისთვის, 22 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 472 პოზიციას იკავებს და მის ანგარიშზე 87 სარეიტინგო ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2023 წლის დასაწყისში ხელის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც იგი 5 თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა.

კორტზე დაბრუნების შემდეგ კი, ერთ დროს მსოფლიოს მე-16 ნომერმა და არაერთი პრესტიჟული ATP ტურნირის გამარჯვებულმა, ჰამბურგის, ბრესტისა და ბერგამოს კვალიფიკაციებზე 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 1 მატჩში იმარჯვა.

სხვა სტატიები