ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟენევის 250-იან ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
ქართველი ჩოგბურთელი დღეს ჟოაო სოუზას (79) დაუპირისპირდა და 2 სეტში - 4:6; 3:6 დამარცხდა. სამწუხაროდ, პორტუგალიელის წინააღმდეგ ბასილაშვილს პირველი ჩაწოდების მხოლოდ 39%-იანი სიზუსტე ჰქონდა, რის გამოც მან საკუთარი ჩაწოდების უპირატესობა არაერთხელ დათმო.
ნიკოლოზმა სოუზას წინააღმდეგ კარიერაში მეორედ ითამაშა - სამწუხაროდ, გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ ქართველს გამარჯვება არ აქვს.
მსოფლიოს 25-ე ჩოგანი ახლა როლან გაროსისთვის მოემზადება. საფრანგეთის ღია პირველობა 23 მაისს დაიწყება.