ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს
2 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის 1000-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ძირითად ბადეში იასპარეზებს. ნიკოლოზმა კვალიფიკაციის ფინალში ამერიკელი ელიოტ სპიცირი 2 სეტში დაამარცხა - 6:4, 6:4. დაპირისპირება 1:28 საათი მიმდინარეობდა. ბასილაშვილი ამ დროისთვის ATP-ის რეიტინგში 104-ე ნომერია, მისი მეტოქე კი 128-ე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შანხაის ტურნირი 1000-ქულიანია და საპრიზო ფონდი 9 193 540 დოლარია.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძირითად ბადეში გასასვლელად 2 შეხვედრა მოიგო, ფინალამდე მან ბერნარდ ტომიჩი დაამარცხა.