ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 45 პოზიციით დაქვეითდა
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
როლან გაროსის დასრულების შემდეგ, ATP-იმ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს #1 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 45 პოზიციით დაქვეითდა და ახლა იგი მსოფლიოს 263-ე ჩოგბურთელია.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბასილაშვილი შტუტგარტის შეჯიბრსაც გამოტოვებს, სადაც 45 ქულა ჰქონდა დასაცავი, თუმცა მან ხელზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო შეჯიბრს გამოტოვებს, რის გამოც 45 ქულას დაკარგავს და ლაივ რეიტინგში ახლა იგი 317-ე ადგილზე იმყოფება.
ბასილაშვილის ანგარიშზე ამ წუთისთვის 161 სარეიტინგო ქულაა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როლან გაროსის გამარჯვების შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაბრუნდა, მეორე ადგილზე კი კარლოს ალკარასი იმყოფება.