Belive

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი ნეაპოლის ჩელენჯერის 1/8-ფინალში დამარცხდა

8 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს #2 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე იღებს მონაწილეობას. ნეაპოლის ჩელენჯერის საპრიზო ფონდი €148 625 ევროს შეადგენს, ხოლი შეჯიბრის გამარჯვებული 125 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეაპოლის ტურნირის ძირითად ბადეში დაიწყო ასპარეზობა და 1/16-ფინალში მისი მეტოქე, ტუნისელი - აზიზ დუგაზი იყო, რომელიც ბასილაშვილმა სამსეტიან მატჩი დამარცხა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც შეჯიბრის მე-5 ნომრად განთესილ ფრანგ ჩოგბურთელს - კორენტინ მუთეს დაუპირისპირდა.

3 სეტიანი ტრილერი, რომელიც 2 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა, ფრანგი ჩოგბურთელის გამარჯვებითა და 1/4-ფინალის საგზურით დასრულდა.

საქართველოს #2 ჩოგანი პირველ სეტში 1:6 განადგურდა, თუმცა მეორე სეტი საკმაოდ მარტივად, 6:3 მოიგო და მატჩი დისაიდერსში გადაიყვანა, სადაც მესამე სეტში 7:6 დამარცხდა და ასპარეზობა 1/8-ფინალში დაასრულა.

სხვა სტატიები