Belive

ბასილაშვილი მონპელიეს 250-ქულიან ტურნირზე ითამაშებს

3 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. ბასილაშვილი 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეშია და პირველ ეტაპზე იტალიელ, ლუკა ნარდის დაუპირისპირდება.

ნარდის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ასევე იტალიელი - ფლავიო კობოლი იქნება. მონპელიეს ტურნირის საპრიზო ფონდი 612.620 ევროს შეადგენს და მთავარი ფავორიტი კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმია.

მონპელიეს ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულასა და 93.175 ევროს გამოიმუშავებს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ წელს ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და 1/4-ფინალში გასვლა შეძლო, სადაც რუბლევთან ტრავმის გამო დამარცხდა (მატჩი შეწყვიტა).