ბასილაშვილი მეცის ტურნირზე ასპარეზობას პირველი წრიდან დაიწყებს
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 36-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე (Moselle Open) ასპარეზობას, სადაც მე-5 ნომრადაა განთესილი 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება.
მოგების შემთხვევაში, ნიკოლოზი მერვედფინალში ხაუმე მუნარს ან არტურ რინდერკნეხს შეხვდება.
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი დანილ მედვედევია, მეორე ჰუბერტ ჰურკაჩია, მესამე კი - ლორენცო მუსეტი.
Moselle Open-ის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს მე-10 ჩოგანი, ჰუბერტ ჰურკაჩია, რომელმაც შარშან ფინალში პაბლო კარენო ბუსტას მოუგო.
- ნიკოლოზ ბასილაშვილს წარუმატებელი სერია აქვს – ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 6 მატჩი (უიმბლდონი, ბასტადის ტურნირი, ჰამბურგის ღია პირველობა, ცინცინატის მასტერსი, უინსტონ-სალემის ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა) დათმო.
Main draw ⤵️ pic.twitter.com/Ao3NmhqRLe
— Moselle Open (@MoselleOpen) September 17, 2022