Belive

ბასილაშვილი მადრიდშია - ნიკა მორიგ ტურნირს იწყებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მიუნხენში ტრიუმფის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსისთვის ემზადება. ქართველი ჩოგბურთელი უკვე ესპანეთის დედაქალაქშია, მისი მეტოქე კი ხვალ, პირველ წრეში, ბენუა პერი (35) იქნება. აღსანიშნავია, რომ 31 წლის ფრანგი საშინელ ფორმაშია - მას ზედიზედ 7 მარცხი აქვს, საერთო ჯამში კი, ბოლო 27 თამაშიდან 24 დათმო და მხოლოდ 3 მოიგო. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ნიკა პერს 4-ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც 3 წააგო.

View this post on Instagram

A post shared by Nikoloz Basilashvili (@nikolozbasilashvili)

ბენუა პერის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილს სერიოზული მეტოქე ელის. ქართველი ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილ, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება. როგორც იცით, გასულ კვირას ნიკოლოზმა გერმანიაში ტურნირი სეტის წაუგებლად მოიგო. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში იან-ლენარდ შტრუფი 6:4; 7:6 დაამარცხა. დღეს ATP-ის მიერ განახლებული ოფიციალური რეიტინგით, ბასილაშვილი 35-ე პოზიციიდან 31-ე ადგილზე დაწინაურდა.  

სხვა სტატიები