ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის მერვედფინალში საოცარი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა დავიდოვიჩ ფოკინასთან (45) პირველი სეტის 0:6 წაგების შემდეგ, შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა - 6:4; 7;6.
ბასილაშვილმა გადამწყვეტ სეტში წარმოუდგენელი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და 5 მატჩ პოინტის გადარჩენა მოახერხა.
ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელების საიცარი დაპირისპირება 3 საათს გაგრძელდა.
ბასილაშვილი მეოთხედფინალში ფრანგ, გაელ მონფილსს დაუპირისპირდება.