ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებულად ასპარეზობს.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში კარბალეს ბაენასთან (90) მარტივი გამარჯვება მოიპოვა და გავიდა 1/16 ფინალში, სადაც მისი მეტოქე უკვე ცნობილია.
ბასილაშვილი იტალიელ ლორენცო სონეგოს (26) შეხვდება. 26 წლის ჩოგბურთელმა თავისი პირველი თამაში ტარო დანიელთან (110) მძიმე ბრძოლაში, 4:6; 7:6; 7:6 მოიგო.