Belive

ბასილაშვილი ენდი მარიზე: "ის დაუჯერებლად იბრძვის"

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ლეგენდარულ ბრიტანელ, ენდის მარის დაუპირისპირდა და 4 სეტში დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მძიმე მარცხის შემდეგ ATP-ის ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა.
"ძალიან ბევრი ოპერაციის, დაბრუნებებისა და ბრძოლის შემდეგ, ეს მისგან დაუჯერებელი ძალისხმევაა. ენდი წარმოუდგენლად იბრძვის და ამას მე მოველოდი. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორი მებრძოლია ის კორტზე. ვულოცავ გამარჯვებას," - თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ასევე იხილეთ: ენდი მარი: “ბასილაშვილი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დავამარცხე”

სხვა სტატიები