Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

14 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის კვალიფიკაციის ფინალში ჩილელ, კრისტიან გარინთან 2 სეტში დამარცხდა - 5:7, 0:6. დაპირისპირება 1:23 საათი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ სეტში ერთი ბრეიკის შესრულება შეძლო და 5:2-ს იგებდა, მაგრამ მეტოქემ ზედიზედ 5 გეიმის მოგება შეძლო და გამარჯვებაც გარინს დარჩა. მეორე სეტი კი ბასილაშვილმა უშანსოდ წააგო. ქართველს 5 ეისი ჰქონდა, მის მეტოქეს კი 8, ორმაგი შეცდომა ნიკოლოზმა 4-ჯერ დაუშვა, 0-ის წინააღმდეგ, მარცხის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი უნებლიე შეცდომები იყო, რომელიც ბასილაშვილს 30 ჰქონდა, გარინს კი მხოლოდ 11.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის მსოფლიოს 129-ე ნომერი ჩოგბურთელია, მისი მეტოქე კი მე-100 იყო.

მონტე კარლოს მასტერსი 1000-ქულიანია და საპრიზო ფონდი 6 309 095 ევროა.

სხვა სტატიები