ხვალ, 23 აგვისტოს, მსოფლიოს 35-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი უინსტონ-სალემის ტურნირზე (ATP 250-იანი) 1/16-ფინალიდან ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო (67) იქნება.
ჩოგბურთელები ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან, აქამდე ერთი გამარჯვება ნიკოლოზს დარჩა, ერთი კი - მონტეიროს.
ბასილაშვილი ტურნირში მე-6 ნომრადაა განთესილი და მასზე წინ გრიგორ დიმიტროვი, ბოტიკ ვან დე ზანდშულპი, მაქსიმ კრესი და ლორენცო მუსეტი არიან (ტურნირიდან მოეხსნა ჰოლგერ რუნე, რომელიც მესამე ნომრად იყო განთესილი).
Winston-Salem Open-ის მოქმედი ჩემპიონი ილია ივაშკაა, რომელმაც გასულ წელს ფინალში მიკაელ იმერი დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს წარუმატებელი სერია აქვს - ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 4 მატჩი (უიმბლდონი, ბასტადის ტურნირი, ჰამბურგის ღია პირველობა, ცინცინატის მასტერსი) დათმო.