21-ე გრანდ სლემი კარიერაში - AUS OPEN-ის ფინალში ნადალმა მედვედევს მოუგო
კაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი, რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც ფინალში დანილ მედვედევი (2) 5 სეტში, ანგარიშით 2:6, 6:7, 6:4, 6:4, 7:5 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება 5 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. 35 წლის ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე კარიერაში მეორედ იმარჯვა, გრანდ სლემის ჩემპიონი კი 21-ედ გახდა, რითაც ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს გადაუსწრო. ნადალმა ტურნირის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მედვედევი კი 1200 ქულასა და 1 100 000 დოლარს დასჯერდა. ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, რომელმაც 2021 წელს ფინალში სწორედ რუსს აჯობა.
Rafa reigns again 🏆#AusOpen • #AO2022 pic.twitter.com/Ia5JkrcafG — #AusOpen (@AustralianOpen) January 30, 2022