ბასილაშვილმა ტურნირი ვერ დაიცვა - ნიკა პირველივე ეტაპზე დამარცხდა
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს #1 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, დოჰას 250-ქულიანი შეჯიბრის პირველივე ეტაპიდან გამოვარდა და ტურნირი ვერ დაიცვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2022 წელს დოჰას 250-ქულიანი შეჯიბრის გამარჯვებული გახდა და მან ფინალში, ესპანელი - ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.
2023 წლის დოჰას შეჯიბრზე კი ნიკოლოზმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, რადგან მას შეჯიბრის ორგანიზატორებმა "უაილდ ქარდი" არ მისცეს. საქართველოს #1-მა ჩოგანმა საკვალიფიკაციო ეტაპიც ვერ გადალახა, თუმცა "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით შეჯიბრის ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც პირველ რაუნდში ფრანგ - ალექსანდრე მიულერს შეხვდა.
სამწუხაროდ ქართველმა ჩოგბურთელმა 3-სეტიან დაძაბულ ბრძოლაში მატჩი დათმო (6:7; 7:6; 4:6) და შეჯიბრს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.