Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი გამარჯვება - ქართველი ATP TOUR-ში დაბრუნდა

2 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ATP TOUR-ში დაბრუნდა და ბელგიაში მიმდინარე European Open-ის 250 ქულიან ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის მოგებაც მოახერხა.

ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 328-ე ნომერია გერმანელი ტიმ პიეცი 2 სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 1:00 საათი მიმდინარეობდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი, პიერ ჰერბერტსა და ჟილ არნო ბაილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის ძირითად ბადეში თამაშს გააგრძელებს.

ტურნირის მთლიანი საპრიზო თანხა 767,455 ევროა.

სხვა სტატიები