მსოფლიოს 36-ე ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონაში ATP-ი ტურის 500-იანი სერიის ტურნირს ჟერემი შარდისთან (53) დაპირისპირებით დაიწყებს.
იმ შემთხვევაში თუ ქართველი ჩოგბურთელი 34 წლის ფრანგის დამარცხებას შეძლებს, მისი მომდევნო მეტოქე დენის შაპოვალოვი იქნება, რომელიც ტურნირზე მე-7 ნომრადაა განთესილი.
ბასილაშვილსა და შარდის შორის მატჩი ხვალ, 19 აპრილს, გაიმართება.
ბარსელონას ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დომინიკ ტიმია. ავსტრიელმა 2019 წელს ფინალში დანილ მედვედევი დაამარცხა.