Belive

ბარბორა კრეჩიკოვა უიმბლდონის გამარჯვებულია

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

28 წლის ჩეხი ჩოგბურთელი, ბარბორა კრეჩიკოვა უიმბლდონის გამარჯვებული გახდა. ბარბორამ ფინალში იტალიელი ჟასმინ პაოლინი 3 სეტში (6:2 | 2:6 | 6:4) დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა უიმბლდონის ტიტული.

31-ე ნომრად განთესილმა ჩეხმა ჩოგბურთელმა გრანდ სლემის მოგება მეორედ შეძლო. 2021 წელს, მან პირველად როლან გაროსზე მოახერხა ყველას დამარცხება. ფინალისტი, ჟასმინ პაოლინი ამ დრომდე დიდი სლემის ტურნირის გარეშეა, არადა ამ წელს საფრანგეთის ღია პირველობის ფინალშიც ითამაშა. ის გახდა ერთადერთი ჩოგბურთელი სერენა უილიამსის შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში როლან გაროსის და უიმბლდონის ფინალამდე მიაღწია. (თუმცა სერენასგან განსხვავებით ორივე წააგო, უილიამსმა საფრანგეთში დათმო შეხვედრა, ხოლო ლონდონში მოიგო).

სხვა სტატიები