Belive

ავსტრალიის ღია პირველობა | ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

3 დღის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალური ეტაპები ოფიციალურად დასრულებულია.

ჩოგბურთლები 2 დღის განმავლობაში დაისვენებენ და თბილისის დროით შაბათს 1/2-ფინალური ეტაპები შედგება, სადაც ფინალისტების ვინაობა გაირკვევა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები იანიკ სინერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, 2024 წლის ფინალის გამეორებასთან ერთ ნაბიჯში არიან.

1/4-ფინალური ეტაპის მოკლე მიმოხილვა

1/4-ფინალში ნოვაჯ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ შეძლო, ესპანელი ამომავალი ვარსკვლავის - კარლოს ალკარასის დამარცხება. ურთულესი პირველი სეტის შემდეგ, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა შეძლო და ტრავმის მიუხედავად, თამაშში დაბრუნდა, თანაც ბრწყინვალედ. საბოლოოდ ჯოკოვიჩმა მატჩი 4 სეტში მოიგო.

მეორე 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში ამერიკულ-გერმანული ბრძოლა შედგა, სადაც 4 სეტში ალექსანდ ზვერევმა ტომი პოლი დაამარცხა.

ასე და ამგვარად, პირველი 1/2-ფინალური მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ალექსანდ ზვერევს შორის, 24 იანვარს გაიმართება.

რაც შეეხება იანიკ სინერს, ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, მასპინძელი - ალექს დე მინო 3 სეტში: 6:3; 6:2; 6:1 გაანადგურა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი კარიერაში მესამე სლემის ტიტულის მოგებისთვის მზად არის.

მორიგ 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში, 22 წლის ამერიკელმა ბენ შელტონმა, იტალიელი - ლორენცო სონეგო 4 სეტში: 6:4; 7:5; 4:6; 7:6 დაამარცხა. შელტონისთვის სლემებზე კარიერაში მეორე ნახევარფინალური მატჩია, მან პირველად ამერიკის ღია პირველობის 1/2-ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

ასე და ამგვარად, მეორე 1/2-ფინალური მატჩი იანიკ სინერსა და ბენ შელტონს შორის, 24 იანვარს გაიმართება.

საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი 2025 წელსაც განმეორდეს.

სხვა სტატიები