Belive

ATP-ის 250-ქულიან შეჯიბრს გამარჯვებით იწყებს - ბასილაშვილი 1/8-ფინალშია!

1 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს #1 და მსოფლიოს 178-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეს 250-ქულიანი ტურნირის (Open Occitanie) ძირითად ბადეში პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც ყაზახი მეტოქე - მიხაილ კუკუშკინი 3 სეტში: 6:3; 3:6; 5:0 (მეტოქე დანებდა) დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბასილაშვილმა ATP ტურში 2-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, ფრანგი - არტურ რინდერკნეხი იქნება, რომელიც მსოფლიოს 61-ე ჩოგანია, ამ შეჯიბრზე კი მე-7 ნომრად არის განთესილი.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ანდრეი რუბლიოვია, მეორე ფელიქს ოჟე-ალიასიმია, მესამე კი – ფლავიო კობოლი.

მონპელიეს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ბუბლიკია, რომელიც წელსაც იღებს მონაწილეობას და იგი 1/8-ფინალში, გერმანელ - დომინიკ კოპფერს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და არტუნ რინდერკნეხის 1/8-ფინალური დაპირისპირება 30 იანვარს შედგება (ზუსტი საათი ჯერჯერობით ცნობილი არ არის).

სხვა სტატიები