Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩენდუს საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ძირითად ბადეში მოხვდა

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის, ჩენდუს 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ძირითად ბადეში მოხვდა. 33 წლის ნიკოლოზმა კვალიფიკაციის ფინალში ბერნარდ ტომიჩი 3 სეტში დაამარცხა - 6:2, 5:7, 5:7. დაპირისპირება 1:34 საათი მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს 114-ე ნომერია, ბერნარდ ტომიჩი კი 165-ე.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ძირითად ბადეში ჯერჯერობით უცნობია.

ჩენდუს ტურნირის ძირითადი ბადე 17 სექტემბერს აიღებს სტარტს და 23 რიცხვამდე გაგრძელდება, საპრიზო ფონდი 1 190 210 დოლარია. ტურნირის გამარჯვებული 250 ქულას მიიღებს.

სხვა სტატიები