Belive

ATP-ის განახლებული რეიტინგი - TOP 10-ში ცვლილებებია

9 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, რომელიც იტალიელი ჩოგბურთელის - იანიკ სინერის ტრიუმფით დასრულდა, ATP-ის რეიტინგში ცვლილებებია.

TOP 5 ხელშეუხებელია და იქ არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეიტინგის სათავეში ნოვაკ ჯოკოვიჩი დარჩა, თუმცა მან 1200 სარეიტინგო ქულა დაკარგა და სულ რაღაც 600 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ კარლოს ალკარასს.

მესამე და მეოთხე ადგილს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები - დანილ მედვედევი და იანიკ სინერი იყოფენ. მედვედევის ანგარიშზე 8765 ქულაა, ხოლო იანიკ სინერმა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებით 1820 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მეოთხე ადგილი გაიმყარა.

თითო-თითო პოზიციით დაწინაურდნენ და მე-7, მე-8 პოზიციებს იკავებენ ჰოლგერ რუნე და ჰუბერტ ჰურკაჩი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ TOP 10-ში დაბრუნდა ტეილორ ფრიცი, რომელიც 3 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს მე-9 ნომერია. მე-10 პოზიციაზე კი სტეფანოს ციციპასმა გადაინაცვლა, რომელმაც 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე 1000 ქულა იზარალა.

განახლებული რეიტინგის შემდეგ ასე გამოიყურება TOP 10

სხვა სტატიები