Belive

ატმანე: "მე საკუთარი ხარჯებით დავფრინავ და სპონსორი არ მყავს - უბედნიერესი ვარ"

3 თვის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამერიკაში, კერძოდ კი ცინცინატიში, ცინცინატის მასტერსი იმართება, რომელიც უკვე დასკვნით ფაზაში შედის.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მასტერსის 1/2-ფინალში გავიდა 23 წლის ფრანგი ჩოგბურთელი - ტერენს ატმანე, რომელსაც აქამდე ჩოგბურთში დიდი არაფერი გაუკეთებია.

23 წლის ჩოგბურთელმა 1/2-ფინალში გასასვლელად ურთულესი გზა გამოიარა - ჯერ ყველაფერი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც 2-ჯერ მოიგო და ძირითად ბადეში ასპარეზობა მოიპოვა, შემდეგ კი ნიშიოკა, კობოლი, ფონსეკა, ტეილორ ფრიცი და ჰოლგერ რუნე დაამარცხა, 1/2-ფინალში კი მისი მეტოქე, მსოფლიოს პირველი ჩოგანი - იანიკ სინერი იქნება.

ეს ფაქტი კი იმიტომ არის საინტერესო, რომ 23 წლის ფრანგმა, რუნესთან გამარჯვების შემდეგ და 1/2-ფინალში გასვლით პირველი კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მას არ ჰყავს სპონსორი, საკუთარი ხარჯებით უწევს ფრენა და ეკიპირების მოპოვება...

"არამგონია სიტყვებით აღვწერო, თუ როგორ ვგრძნობ თავს ახლა. „სიმართლე გითხრათ, ეს საკმაოდ სიგიჟეა, ვერ ვიჯერებ.

მასტერსის ნახევარფინალში ყოფნა, ტოპ 100-ში შესვლა და დღევანდელი გამარჯვებით კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ასევე დიდი ფულია ჩემთვის, ამიტომ ძალიან სასარგებლო იქნება ჩემი კარიერისთვის. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან საკუთარი ხარჯებით დავფრინავ შეჯიბრებზე, საკუთარი ჯიბიდან ვიხდი ბოტასასა და ეკიპირების ფულებს - მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ..." - ტერენს ატმანე

23 წლის ფრანგს ATP ტურში ტიტული მოგებული არ აქვს და ჯამში მისი გამომუშავებული თანხა 935,990 დოლარს შეადგენს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ატმანე ცინცინატის მასტერსამდე მსოფლიოს 136-ე ჩოგანი იყო, 1/2-ფინალში გასვლით კი იგი მსოფლიოს 69-ე ჩოგანი გახდა.

სხვა სტატიები