ალკარასმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და უიმბლდონის გამარჯვებული გახდა
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა, ნოვაკ ჯოკოვიჩი (2) 5 სეტში, ანგარიშით 1:6, 7:6, 6:1, 3:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის მოგება კარიერაში პირველად შეძლო.
ფინალური შეხვედრა 4 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. ალკარასმა უიმბლდონის მოგებით 2 350 000 ფუნტი გამოიმუშავა, ნოვაკმა კი 1 175 000 ფუნტი მიიღო.
ესპანელს დღევანდელი გამარჯვებით კარიერაში 2 მოგებული დიდი სლემის ტურნირი დაუგროვდა (2022 წელს ამერიკის ღია პირველობაზე იმარჯვა).
უიმბლდონის მოქმედი ჩეპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, სერბმა 2022 წელს ფინალში ნიკ კირიოსს აჯობა.