ალკარასისა და ფერეროს გზები გაიყო - ახალი მწვრთნელი ნადალი იქნება?!
22 წლის ესპანელმა სუპერვარსკვლავმა - კარლოს ალკარასმა, სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი და მისი მთავარი მწვრთნელის - ხუან კარლოს ფერეროს გზები გაიყო და 7-წლიანი დიდი ისტორიის შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად დაემშვიდობნენ.
Me cuesta entender la decisión. Evidentemente hay algo que se nos escapa, Alcaraz viene de hacer la mejor temporada de su carrera.
— Alcatraz (@RufiEnLancha) December 17, 2025
Yo siempre he sido muy soldado de Juanki, para mí ha sido una figura clave para Alcaraz.
Eternamente agradecido por lo que ha hecho. pic.twitter.com/Yfgexmf9IV
ხუან კარლოს ფერერო და კარლოს ალკარასი ღრმა ბავშობიდან ერთად მოდიან. ესპანელი, პატარა კარლოს ალკარასს 2018 წლიდან ავარჯიშებდა, 2019 წლიდან კი იგი მისი ოფიციალური მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელთან ერთადაც 24 ტიტულის მოგება შეძლო, აქედან 6-ის დიდი სლემის ტურნირებზე.
"მადლობა იმისთვის, რომ ბავშვობის ოცნებები რეალობად აქციე. ეს გზა მაშინ დავიწყეთ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და მთელი ამ წლების განმავლობაში შენ ჩემს გვერდით იყავი ამ საოცარ მოგზაურობაში - როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. შენთან ერთად გადადგმული ყოველი ნაბიჯი ჩემთვის განსაკუთრებული იყო.
იმდენი მოგონება მიტრიალებს თავში, რომ ერთზე შეჩერება უსამართლო იქნებოდა. შენ დამეხმარე, გავზრდილიყავი როგორც სპორტსმენი, მაგრამ ყველაზე მეტად - როგორც ადამიანი. და კიდევ ერთი რამ, რასაც განსაკუთრებით ვაფასებ: თავად პროცესიც ძალიან მსიამოვნებდა. ამას თან წავიღებ იმ გზიდან, რომელიც ერთად გავიარეთ." - კარლოს ალკარასი
ესპანურ მედიაში უკვე აქტიურად იწერება, რომ კარლოს ალკარასი აქტიურად მუშაობს იმ საკითხზე, რომ მისი მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული და მისთვის მისაბაძი სპორტსმენი - რაფა ნადალი გახდეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.