შელტონმა ალკარასი დაამარცხა და ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალშია!
ბენ შელტონმა, კარლოს ალკარასის წინააღმდეგ, ხუთსეტიან დრამაში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა.
ამერიკელ ბენ შელტონსა და „დიდი სლემის“ 7-გზის ჩემპიონ კარლოს ალკარასს შორის გამართული US Open-ის მეოთხედფინალი, ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი და ცენტრალური დაპირისპირება იყო.
CARLOS ALCARAZ MAKING THE IMPOSSIBLE POSSIBLE.
— The Tennis Letter (@TheTennisLetter) September 9, 2026
Jaw.
On.
The.
Floor.
🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯🤯 pic.twitter.com/jEIYjobBZm
შელტონს ესპანელი არასდროს ჰყავდა დამარცხებული, უმეტესობაც ფავორიტად ალკარასს მიიჩნევდა, თუმცა 23 წლის ამერიკელმა ყველა პროგნოზი გააბათილა.
მატჩი უაღრესად დაძაბული პირველი სეტით დაიწყო, რომლის ბედიც ტაი-ბრეიკზე გადაწყდა - ალკარასმა მინიმალური უპირატესობით (7:5) იმარჯვა და სეტი თავის სასარგებლოდ (7:6) დახურა.
შემდეგი ორი სეტი სრულად შელტონის კარნახით წარიმართა: ახალგაზრდა ამერიკელმა ვარსკვლავმა მეორე პარტია 6:1 გაანადგურა მეტოქე, ხოლო მესამეში 6:3 იმარჯვა.
აშშ-ის ღია პირველობის ორგზის ჩემპიონმა, მეოთხე სეტში მძლავრად უპასუხა და ანალოგიური ანგარიშით (6:1) აღადგინა წონასწორობა. მატჩის კულმინაცია გადამწყვეტ, მეხუთე სეტში დადგა, სადაც ინტრიგა ბოლო წამამდე შენარჩუნდა.
მეხუთე სეტში შელტონმა ალკარასის მოწოდების ბრეიკით აღების სამი შანსი გაანიავა, თუმცა საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ კი ამერიკელის ძლიერმა მოწოდებამ და უბადლო მიღებებმა თავისი გაიტანა - 10:7.
Trinity Rodman and Ben Shelton celebrating his victory at the US open 🔥 pic.twitter.com/epfYth6GOL
— BrickCenter (@BrickCenter_) September 9, 2026
მთელი ტურნირის განმავლობაში, შელტონს აქტიურად გულშემატკივრობს შეყვარებული, დენის როდმანის შვილი და ამაერიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრი, ტრინიტი როდმანი - მათი ენერგია გულშემტკივრებისთვისაც გადამდებია და შელტონის წინსვლა, საკუთარი გულშემატკივრის თანდასწრებით, კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყურება.
Trinity Rodman has a Ben Shelton action figure with her for the US Open 👀 pic.twitter.com/e1KZvPFfoH
— BrickCenter (@BrickCenter_) September 9, 2026
ნახევარფინალში შელტონის მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ამერიკელი, ფრანცის ტიაფო იქნება - ბადის მეორე მხარეს კი ურთიერთობას ზვერევი/ვან დე ზანდშულპი და ხაჩანოვი/ბლოკი არკვევენ.