Belive

75 კვირიანი დომინაცია დასრულდა - იგა შვიონტეკმა მსოფლიო პირველობა დაკარგა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

22 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა - იგა შვიონტეკმა, 75 წარმატებული კვირის შემდეგ, მსოფლიო პირველობა დაკარგა. განახლებული საჩოგბურთო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, მსოფლიოს პირველი ნომერი, ბელარუსი - არინა საბალენკა იქნება. 

იგა შვიონტეკის ქულების დაკარგვა, ამერიკის ღია პირველობაზე 1/8-ფინალში, ლატვიელ - ელენა ოსტაპენკოსთან 1/8-ფინალში მძიმე მარცხმა გამოიწვია. 

პოლონელი ჩოგბურთელი დიდი სლემის 1/8-ფინალში დრამატულ 3 სეტიან ბრძოლაში: 6:3; 3:6; 1:6 დამარცხდა და შესაბამისად ტიტულის დაცვა ვერ შეძლო, რის გამოც მსოფლიო რეიტინგში 1760 სარეიტინგო ქულა დააკლდა. 

რაც შეეხება არინა საბალენკას, 25 წლის ბელარუსი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობის 1/8-ფინალშია, სადაც მისი მეტოქე, რუსი - დარია კასატკინა იქნება. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არინა საბალენკას სახელი და გვარი რეიტინგის სათავეში კარიერაში პირველად დაეწერება და ასევე, იგი მსოფლიო ჩოგბურთში 29-ე ქალი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგება.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები