ჯოკოვიჩი მესამეზე, სინერი და ალკარასი ცხრილის სათავეში - ATP-მ რეიტინგი განაახლა
2024 წლის მეორე დიდი სლემის შეჯიბრი - როლან გაროსი ოფიციალურ დასრულებულია. საფრანგეთის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ჰყავს და მისი სახელი - კარლოს ალკარას გარფიაა.
კარლოს ალკარასმა, ფინალში, გერმანელი მეტოქე - ალექსადნრ ზვერევი 5-სეტიან მძიმე და სანახაობრივ დაპირისპირებაში: 3:6; 6:2; 7:5; 1:6; 2:6 დაამარცხა და კარიერაში მესამე სლემის ტიტული მოიპოვა.
10 ივნისს კი ATP-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
როლან გაროსის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს განახლებულ რეიტინგში, პირველ პოზიციას 22 წლის იტალიელი ჩოგბურთელი - იანიკ სინერი იკავებს, რომელიც ისტორიაში პირველი იტალიელი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც ჩოგბუთის მსოფლიო რეიტინგის სათავეში დადგა.
მსოფლიოს მეორე ნომერი როლან გაროსის გამარჯვებული - კარლოს ალკარასი გახდა.
პირველი ჩოგნობიდან მესამე ჩოგნობამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯი ყოფილა - სწორედ ამ სიტუაციში აღმოჩნდა ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც ტრავმის გამო როლან გაროსის 1/4-ფინალში თამაშზე უარი განაცხადა და სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა, რომ უიმბლდონზე თუ არა, ოლიმპიადაზე მაინც ითამაშოს.
მსოფლიო რეიგინგში 2 პოზიცია დაკარგა და 10-ეულს მიღმა დარჩა სტეფანოს ციციპასი, მის მაგივრად ათეულში შევიდა და ახლა მსოფლიოს მე-9 ჩოგანი, ავსტრალიელი - ალექს დე მინოა.