Belive

Australian Open | 4.5 საათიანი დრამა მედვედევის გამარჯვებით დასრულდა

10 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

Australian Open-ის 1/2-ფინალურ მატჩში, დანილ მედვედევსა და ალექსანდრ ზვერევს შორის, ნამდვილი საჩოგბურთო დრამა გაიმართა. დაპირისპირება, რომელიც 4.5 საათს გაგრძელდა, მედვედევის გამარჯვებით დასრულდა.

მატჩი ალექსანდ ზვერევის ტოტალური უპირატესობით დაიწყო და პირველი 2 სეტი, ზვერევის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, მედვედევმა გარდატეხის შეტანა შეძლო და საბოლოოდ 5-სეტიან დაპირისპირებაში, 3:2 გაიმარჯვა (5:7, 3:6, 7:6, 7:6, 6:3).

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, დანილ მედვედევი იანიკ სინერს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც მედვედევი Australian Open-ის ფინალში ითამაშებს. 2021 წელს, ის ნოვაკ ჯოკოვიჩთან, ხოლო 2022 წელს, რაფა ნადალთან დამარცხდა.

სხვა სტატიები