ITF-მა რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციებს წევრობის უფლება შეუჩერა
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციები ორგანიზაციიდან გარიცხულია, გარდა ამისა მათ ITF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ:
,,ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მის ხელშეწყობას ბელარუსის მიერ. ამ ქვეყნებში უქმდება ITF-ის ყველა ღონისძიება, გარდა ამისა, რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციები საერთაშორისო ფედერაციის წევრები აღარ არიან. ასევე, ორივე ქვეყანას ეკრძალება ITF-ის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. ITF-ი მჭიდრო კავშირშია უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციასთან და სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ,'' - წერია განცხადებაში.ITF-ის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ვერ ითამაშებენ გუნდურ ტურნირებში (მაგალითად, დევისის თასზე), თუმცა მათ არ ეკრძალებათ ინდივიდუალურ ტურნირებში მონაწილეობის მიღება.
ITF suspends Russia and Belarus from ITF membership and international team competition Full statement ⬇️ — ITF (@ITFTennis) March 1, 2022