Belive

ეკო გორგოძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე, ბალახის საფარის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი და მეორე რაუნდში გავიდა. გორგოძემ ბრიტანელი მეტოქე - ევა შოუ, ძალიან მარტივად, ორ სეტში: 6:2 ; 6:2 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე მეცამეტე ნომრად განთესილი ამერიკელი მეტოქე - კრისტი ანი იქნება. უიმბლდონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობაში ჩაერთვება - მარიამ ბოლქვაძეც, რომელიც 23 ივნისს, თბილისის დროით 15:45 საათზე იასპარეზებს.

სხვა სტატიები