სუპერჯოკოვიჩი - ნოლე სერბეთის ნაკრებს შეუერთდა და დევისის თასზე დაეხმარება
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
გასულ კვირას ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა და კარიერაში 24-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. სლემის მოგებიდან 72 საათზე ნაკლებ დროში კი იგი სერბეთის ნაკრებს ესპანეთში, კერძოდ კი ვალენსიაში შეუერთდა და დევისის თასზე სერბეთის ღირსებას დაიცავს.
დევისის თასზე სერბეთის ნაკრები C ჯგუფში: ჩეხეთთან, ესპანეთთან და სამხრეთ კორეასთან ერთად ასპარეზობს. პირველი სათამაშო დღის შემდეგ, სერბეთის ნაკრები 1 გამარჯვებით პირველ ადგილზე იმყოფება, მათ სამხრეთ კორეის ნაკრები 3:0 დაამარცხეს.
დევისის თასის მეორე ტურში კი სერბეთის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, სადაც ნოვაკის დახმარება ნამდვილად დასჭირდებათ. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ნოლეს მეტოქე დევისის თასის მეორე ტურში.