სეტის წაუგებლად მოგებული ტურნირი - ბასილაშვილი BMW Open-ის ჩემპიონია
მიუნხენში ATP-ი ტურის 250-იანი სერიის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 44-ე ჩოგანს - იან-ლენარდ შტრუფს 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 7:6 მოუგო და BMW Open-ის ჩემპიონი გახდა. ფინალურ დაპირისპირებამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ტიაგო მონტეიროს, დანიელ გალან რივეროსის, ნორბერტ გომბოშისა და კასპერ რუუდის დამარცხება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა მიუნხენის ტურნირის ყველა მატჩში სეტის წაუგებლად იმარჯვა. ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე (ყატარის ღია პირველობის შემდეგ), კარიერაში კი მეხუთე ტურნირი მოიგო.
The BMW Open 2021 champion is Nikoloz Basilashvili🏆👏 In the final he defeats Jan-Lennard Struff 6:4, 7:6 (5). Congrats, Nikoloz!🙏#BMWOpen | #Munich | @atptour pic.twitter.com/1sEWzoX11U — BMW Open (@BMWOpen2021) May 2, 2021