Belive

0:6, 0:6 - დანილ მედვედევის კატასტროფული მარცხი მონტე კარლოზე

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მონტე კარლოს მასტერსის 1/16-ფინალში დანილ მედვედევი მატეო ბერეტინისთან განადგურდა. რუსმა ჩოგბურთელმა გეიმის მოგებაც ვერ მოახერხა და დაპირისპირება იტალიელის სრული დომინაციით დასრულდა - 0:6, 0:6, შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ 51 წუთი მიმდინარეობდა.

მატჩის მიმდინარეობისას დანილ მედვედევს ნერვების მოთოკვა გაუჭირდა და 8 ჩოგანი დაამტვრია, აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ის ჩოგანს თითქმის 50 წამის განმავლობაში ამტვრევდა. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც დანილმა შეხვედრა გეიმის მოგების გარეშე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მონტე კარლოს მასტერსი 1000-ქულიანია და საპრიზო ფონდი 6 309 095 ევროა.

1/8-ფინალში მატეო ბერეტინის მეტოქე ჟოაო ფონსეკასა და არტურ რინდერკნეხს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები