Belive

ვუსმენ და ვსწავლობ იანისის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია - მამუკელაშვილის პირველი ინტერვიუ შესვენებაზე

2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მილუოკი" "ტორონტოს" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, 111:117 დასრულდა. "მილუოკის" ქართველმა ფორვარდმა - სანდრო მამუკელაშვილმა, პარკეტზე 22:39 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 10 ქულისა და 5 მოხსნის მოგროვება შეძლო. მამუკელაშვილისთვის განსაკუთრებით წარმატებული მატჩის პირველი ნახევარი გამოდგა, რომლის დროსაც 8 ქულა დააგროვა და შესვენებაზე "მილუოკი"  9-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა. მამუკელაშვილს სათადარიგოთა სკამიდან იანის ანტეტოკუნმპო აქტიურად ამხნევებდა და რჩევებს აძლევდა, რაც ჟურნალისტებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. შესვენებაზე, რეპორტიორმა ქართველ ფორვარდს სწორედ ამის შესახებ ჰკითხა, რაზეც მამუკელაშვილმა უპასუხა, რომ იანისის რჩევებს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ზორა სტეფენსონთან საუბარში, მამუკელაშვილმა აღნიშნა, რომ იანისი ნებისმიერ დროს მზადაა რჩევის მისაცემად, რაც ძალიან დასაფასებელია.

სხვა სტატიები