Belive

სან ფრანცისკოში გამართული დრამა გოლდენ სტეიტის გამარჯვებით დასრულდა

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-4 შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტისა" და "საკრამენტოს" დაპირისპირება შედგა. სან ფრანცისკოში, "Chase Center"-ში გამართული საკალათბურთო დრამა, "უორიორსის" გამარჯვებით 126:125 დასრულდა.

მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად, "გოლდენ სტეიტმა" სერიაში ანგარიშის გათანაბრება (2:2) შეძლო. 27 აპრილს, გამთენიისას (06:00 საათი) გუნდების რიგით მე-5 დაპირისპირება გაიმართება, რომელსაც საკრამენტო უმასპინძლებს.

"გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა - სტეფ კარიმ დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 42:42 წუთში 32 ქულის, 5 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "საკრამენტოს" რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა დე'აარონ ფოქსმა, რომელმაც 38 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვება.

სხვა სტატიები