Belive

სამწუხარო კადრები - რონალდინიო ბორკილებში (ვიდეო)

2 წთ
ლეგენდარული რონალდინიო პარაგვაიში დააკავეს – გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება გახდა. პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო, ოთხშაბათს ღამით დააკავეს. არგენტინული La Nacion იწყობინება, რომ პოლიციამ სასტუმროს ნომერში რონალდინიოსა და მისი ძმის ყალბი პასპორტები იპოვეს, სადაც ისინი პარაგვაის მოქალაქეებად იყვნენ წარმოდგენილები. პარაგვაის პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაიში ადგილობრივმა ბიზნესმენმა, კაზინოს მფლობელმა, ნელსონ ბელოტიმ მიიწვია. 2018 წლის შემდეგ, რონალდინიოს ბრაზილიური პასპორტი ჩამორთმეული აქვს – ბრაზილიის სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წელს, რონალდინიომ და მისმა ძმამ, გვაიბას ტბაზე თევსსაჭერი ობიექტის აშენება გადაწყვიტეს, თუმცა მათ ოფიციალური ნებართვა არ მიუღიათ. ბრაზილიის სასამართლომ ლეგენდარული ფეხბურთელი და მისი ძმა 8.5 მილიონი რეალით ($1.85 მლნ.) დააჯარიმა, თუმცა თანხის გადახდაზე რონალდინიომ უარი განაცხადა – მის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ და მხოლოდ 24.63 რეალი ინახებოდა, რაც დაახლოებით $5-ს შეადგენს. შედეგად, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ რონალდინიოს და მის ძმას პასპორტები ჩამოართვა და საჯარიმო თანხის გადახდამდე, ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ლეგენდარულ ფეხბურთელს და ამჟამად, პარაგვაის პოლიციის ზედამხედველობაში მყოფ რონალდინიოს, ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ის არის ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის, სერია ა-ს, კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული. ასევე, 2005 წელს იგი ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.

სხვა სტატიები