Belive

რონალდუს დაცვის ოფიცერი სტადიონზე არ უშვებდა

1 წთ

EURO 2020-ზე, F-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, უნგრეთი პორტუგალიას დაუპირისპირდა. მატჩი უნგრეთის მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა - კრიშტიანუ რონალდუმ კი დუბლი გაიფორმა და პორტუგალიელთა წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო. უნგრეთისა და პორტუგალიის მატჩის დაწყებამდე, კრიშტიანუ რონალდუსა და სტადიონის დაცვის ოფიცერს შორის კურიოზული გაუგებრობა მოხდა. სტადიონის უსაფრთხოების თანამშრომელმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ვერ იცნო. იმის დასადგენად ჰქონდა თუ არა რონალდუს მატჩზე დასწრების უფლება, დაცვის თანამშრომელმა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სამკერდე ნიშნის ჩვენება სთხოვა. საბედნიეროდ, გაუგებრობა მალევე აღმოიფხვრა და ფეხბურთის გულშემატკივრებმა რონალდუსგან მორიგი ბრწყინვალე პერფორმანსი იხილეს.

სხვა სტატიები