Belive

ფინიქსი 136:130 კლიპერსი - ბუკერისა და დურანტის ბრწყინვალე მატჩი პლეი-ოფში

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის შეხვედრაში, "ფინიქსისა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსის" დაპირისპირება შედგა. ფინიქსში, "Footprint Center"-ში გამართული სანახაობრივი დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით 136:130 დასრულდა.

"ფინიქსის" გამარჯვებაში ლომის წილი დევინ ბუკერმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 41:39 წუთში 47 ქულის, 8 მოხსნისა და 10 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. გამორჩეული მატჩი ჩაატარა კევინ დურანტმაც, რომელმაც 31 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.

"კლიპერსის" მაისურით რასელ ვესტბრუკს არც ისე შედეგიანი მატჩი ჰქონდა - მართალია რასელმა 8 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, თუმცა თამაშიდან 18-დან მხოლოდ 3 ბურთის ჩაგდება შეძლო.

"ფინიქსმა" სერიაში 4:1 გაიმარჯვა და კონფერენციის 1/2-ფინალში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც "დენვერს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები