ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-5 შეხვედრაში, "მემფისი" "მინესოტას" დაუპირისპირდა. მემფისში, "ფედექსფორუმზე" გამართული მატჩი სანახაობრივი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 111:109 დასრულდა.
"მემფისმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და სერიაში 3:2 დაწინაურდა. "გრიზლისის" გამარჯვებაში ლომის წვლილი ჯა მორანტმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 44:33 წუთში, 30 ქულის, 13 მოხსნისა და 9 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.
ერთ-ერთ ეპიზოდში, მორანტმა ბრწყინვალე ჩატენვით გამოიჩინა თავი, რომელსაც "ფედექსფორუმზე" შეკრებილი გულშემატკივრის ოვაციები მოჰყვა.