Belive

"მამუ! მამუ! მამუ!" - სან ანტონიომ მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტები გაიხსენა

1 წთ

"მილუოკიდან" “სან ანტონიოში” გადასვლის შემდეგ, მამუკელაშვილი "სპურსის" სასტარტო ხუთეულის შეუცვლელი წევრი გახდა. ტექსასური ფრენჩაიზის მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში, მამუ საშუალოდ 11 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებდა, რითიც გულშემატკივრებს ნათლად დააანახა, რომ დიდებული კალათბურთელია.

"სან ანტონიო სპურსმა" სოციალურ ქსელებში, მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტების კოლაჟი განათავსა. "სპურსის" Facebook, Youtube და Instagram-ის არხებზე, მამუს მომენტებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.