Belive

იოკიჩისა და მარის ბენეფისი - დენვერი კვლავ დაწინაურდა

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფინალის მე-3 შეხვედრა მაიამიში გაიმართა. "Kaseya Center"-ში გამართული მატჩი, სტუმარი გუნდის დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ 94:109 დასრულდა.

სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შედეგად, "დენვერი" სერიაში კვლავ დაწინაურდა (2:1) და მორიგ მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდება.

"დენვერის" გამარჯვებაში ლომის წილი ნიკოლა იოკიჩმა და ჯამალ მარიმ დაიდეს, რომელთაც სამმაგი დუბლი გაიფორმეს და ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირეს. მარის ანგარიშზე 34 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემაა, ხოლო იოკიჩმა 32 ქულა, 21 მოხსნა და 10 ასისტი დააგროვა.

"მაიამის" რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯიმი ბატლერი აღმოჩნდა, რომელმაც 28 ქულის, 2 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. არანაკლებ გამორჩეული სტატისტიკა დააფიქსირა ბემ ადებაიომ (22 ქულა, 17 მოხსნა, 3 ასისტი) თუმცა, "ჰიტის" ლიდერებმა გუნდი მარცხისგან ვერ იხსნეს.

სხვა სტატიები