NBA-ის რეგულარული სეზონის მე-4 ტურის შეხვედრაში, "ინდიანა" "მილუოკის" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 109:119 დასრულდა. NBA-ის ქართველი გულშემატკივრისთვის მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს ატარებდა.
ორი ქართველის დაპირისპირება სანდრო მამუკელაშვილისა და "მილუოკის" გამარჯვებით დასრულდა. გოგა ბითაძემ "ინდიანას" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. პარკეტზე გატარებულ 17:40 წუთში, ბითაძის მონაგარი 7 ქულას, 9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას შეადგენს. სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 9:54 წუთი დაჰყო - "მილუოკის" ქართველმა ფორვარდმა 2 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.