Belive

ჰოლანდია 2:1 პერუ - სნეიდერი გამარჯვებით გააცილეს (ვიდეო მიმოხილვა)

1 წთ
საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, ჰოლანდია - პერუს დაუპირისპირდა. მატჩი ჰოლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ რონალდ კუმანის გაწვრთნილმა ნაკრებმა გულშემატკივარი საკმაოდ ანერვიულა. "იოჰან კრუიფ არენაზე" გამართულ შეხვედრაში სტუმრები დაწინაურდნენ. შეხვედრის მე-13 წუთზე, პედრო აკინომ პერუ წინ გაიყვანა. ჰოლანდიის ნაკრებმა მხოლოდ მე-60 წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მატჩის გადამწყვეტი გოლი კი 83-ე წუთზე გავიდა. ორივე შემთხვევაში მემფის დეპაიმ შეძლო თავის გამოჩენა. უესლი სნეიდერმა, ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. 15 წლიანი კარიერის მანძილზე, სნეიდერმა 134 შეხვედრაში მოირგო ნარინჯისფერთა მაისური და 31 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები