დეშამმა ოლისეს გუნდთან ერთად გოლის აღნიშვნა არ აცადა
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი საფრანგეთის ნაკრებია - დიდიე დეშამის გუნდმა საკმაოდ მარტივად დაამარცხა (2:0) მაროკო და ესპანეთი/ბელგიას შორის გამარჯვებულს ელოდება.
მატჩში იყო ერთი ეპიზოდი, რომელიც ნამდვილად არის ყურადღების მიქცევის ღირსი და ხაზს უსვამს იმას, რომ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დეტალებზე ორიენტირებული კაცია და კონცენტრაციას არასდროს კარგავს.
საფრანგეთის ნაკრების მიერ გატანილი მეორე გოლის (დემბელე) შემდეგ, ყველა ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამთან გაიქცა აღსანიშნავად. მოწინააღმდეგის ნახევარზე მხოლოდ მაიკლ ოლისე დარჩა, რომელიც თანაგუნდელებისკენ ნელი ნაბიჯით მიემართებოდა.
დააკვირდით, როგორ აჩერებენ მას სათადარიგო მეკარე და დიდიე დეშამი. თამაშის წესების თანახმად, მატჩი იქამდე ვერ განახლდება, სანამ გოლის გამტანი გუნდის ყველა ფეხბურთელი საკუთარ ნახევარზე არ დაბრუნდება. ოლისე სწორედ ის ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელიც მეტოქეს თამაშის სწრაფად განახლების საშუალებას არ აძლევდა. ეს სიტუაცია სწრაფად შენიშნა დეშამმა და ამიტომ, ოლისეს მისცა მითითება, რომ მეტოქის ნახევარზე დარჩენილიყო.