ჩემპიონთა ლიგა: მსაჯების მიერ დაშვებული 5 შეცდომა, რომლებმაც თამაშზე გავლენა მოახდინა (ვიდეო)
4 წლის წინ
ვიდეო მიმოხილვები
6 წთ
5. ფელიპე სანტანას გამარჯვების გოლი "მალაგას" კარში.
2012/2013 წლის მეოთხედფინალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს მანუელ პელეგრინის "მალაგა" და იურგენ კლოპის "ბორუსია" შეხვდნენ. პირველი მატჩი ესპანეთში ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე შეხვედრა კი საკმაოდ დრამატული გამოდგა. 90-ე წუთისთვის ანგარიში 2:2 გახლდათ და ამ შედეგით, მომდევნო ეტაპზე "მალაგა" გადიოდა. ფელიპე სანტანამ, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ესპანელებს გამარჯვების გოლი გაუტანა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იმ ეპიზოდში მთავარი არბიტრი აშკარად შეცდა.![](https://fcdn.belive.ge/livege/media/24319/Capture-28.png)
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/24330/Capture-29.png)
4. კრიშტიანუ რონალდუს ორი თამაშგარედან გატანილი გოლი, "ბაიერნის" კარში.
მატჩი, რომელსაც ვერცერთი "რეკორდმაისტერის" გულშემატკივარი ვერ დაივიწყებს. 2016/2017 წლის სეზონში, "რეალი" და "ბაიერნი" ერთმანეთს მეოთხედფინალში გადაეყარნენ. პირველი შეხვედრა, მადრიდელებმა სტუმრად, 1:2 მოიგეს. განმეორებით შეხვედრაში მიუნხენელებმა სასწაული მოახდინეს და ძირითადი დრო იმავე ანგარიშით დასრულდა, ოღონდ ამჯერად გერმანელთა სასარგებლოდ. დამატებით დროში კრიშტიანუ რონალდუმ ორჯერ აიღო ნოიერის კარი, რითიც ფაქტიურად მატჩის ბედი გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეს გოლი, პორტუგალიელმა, თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. მსაჯის მიერ დაშვებულმა ამ შეცდომამ დიდი როლი ითამაშა სამეფო კლუბის მომდევნო ეტაპზე გასვლაში.![](https://fcdn.belive.ge/livege/media/51521/Capture-31.png)
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/51523/Capture-32.png)
3. 2011 წელს ნახევარფინალში, პეპეს გაძევება "ბარსელონას" წინააღმდეგ.
ჟოზე მოურინიოს პირველი წელი მადრიდის რეალში. იმ პერიოდში "ელ კლასიკო" გულშემატკივარმა 4-ჯერ იხილა. ერთი, ლა ლიგის ეგიდით, მეორე კოპა დელ რეის ფინალში, ხოლო დანარჩენი ორი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. პირველი მატჩი მადრიდში გაიმართა. "ბარსელონა" დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ "სამეფო კლუბი" ზეწოლას უძლებდა და მოურინიოსთვის სასურველი ანგარიში 0:0 ფიქსირდებოდა. მატჩის 61-ე წუთზე პეპესა და დანი ალვეშს შორის თითქოს დიდი შეჯახება მოხდა, რაზეც მსაჯმა პორტუგალიელ მცველს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ერთი შეხედვით დინამიკაში ისე ჩანდა, რომ პეპე, ბრაზილიელ მცველს საკმაოდ ეუხეშა, მაგრამ რეალურად არც კი შეხებია. დანი ალვეშმა უდიდესი სამსახიობო ნიჭი გამოავლინა და ეპიზოდი საუკეთესოდ გააფორმა. ამის შემდეგ ლეო მესიმ 10 კაციანი "რეალის" კარი ორჯერ აიღო. პეპეს გაგდებამ მატჩის შედეგზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საპასუხო მატჩი "კამპ ნოუზე" ფრედ 1:1 დასრულდა და ფინალში "ბარსელონა" გავიდა.2. 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც "ბაიერნის" მცველი დანტე მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. მატჩის 29-ე წუთზე "რეკორდმაისტერის" მცველი დანტე მსაჯმა ყვითელი ბარათით გააფრთხილა. ამის შემდეგ მარიო მანჯუკიჩმა "ბაიერნის" დაწინაურება შეძლო. შეხვედრის 68-ე წუთზე, დანტე, მარკო როისს საკმაოდ უხეშად ეთამაშა, რის გამოც ჰაინკესის გუნდის კარში პენალტი დაინიშნა.![](https://fcdn.belive.ge/livege/media/51525/Capture-34.png)