Belive

ბოსტონი 110:97 მაიამი - კონფერენციის ფინალში ვითარება დაიძაბა | VIDEO

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-5 შეხვედრა ბოსტონში გაიმართა, სადაც "სელტიქსმა" დამაჯერებელი გამარჯვება (110:97) მოიპოვა.

საკუთარ კედლებში "მაიამის" დამარცხების შემდეგ, "ბოსტონმა" სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (3:2) და მომდევნო დაპირისპირებას საბრძოლო განწყობით ხვდება.

"სელტიქსის" მაისურით გამორჩეული მატჩი ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა (21 ქულა, 8 მოხსნა, 11 ასისტი). ბრწყინვალე მატჩი ჰქონდათ უაითს (24 ქულა), სმარტსა (23 ქულა) და ბრაუნს (21 ქულა).

"მაიამის" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დანკან რობინსონი გახდა, რომელმაც 18 ქულის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები